ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, თენგიზ გუნავა ციხეს დღესვე დატოვებს

30 ივლისი, 2013 • 1451
ადვოკატის თქმით, თენგიზ გუნავა ციხეს დღესვე დატოვებს

როგორც ველიჯანაშვილი აცხადებს, პირადად მან მიმართა პრეზიდენტს თენგიზ გუნავას შეწყალების თხოვნით. 

 

“ის, რომ პრეზიდენტმა ის შეიწყალა, არ ნიშნავს, რომ გუნავამ დანაშაული აღიარა. კანონმდებლობით, პრეზიდენტს ჰქონდა იმის უფლება, რომ აღიარების გარეშეც გამოეცა შეწყალების აქტი,” -ამბობს ველიჯანაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.

 

გუნავას ადვოკატის თქმითვე, პრეზიდენტს უფლება ჰქონდა, რომ შეეწყალებინა მსჯავრდებული სასჯელის 1/3-ის მოხდამდეც, როგორც ეს კანონმდებლბითაა განსაზღვრული.

 

თენგიზ გუანვას ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტების, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტის, ასევე ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის დარღვევა ედებოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი