შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული ჯ.ჩ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2002 წელს დაბადებულ მ.მ-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს განცხადებით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მიმდინარე წლის 21 დეკემბერს სოფელ წეროვანში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაჭრილი არასრულწლოვანი ამ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალობს. მოზარდს ცივი იარაღით გულ-მკერდისა და წელის არეში 4 ჭრილობა აქვს მიყენებული.