ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი გიორგი კვირიკაშვილის გინებას ამართლებს – ლამის მეც ….

21 დეკემბერი, 2017 •
სალომე ზურაბიშვილი გიორგი კვირიკაშვილის გინებას ამართლებს – ლამის მეც ….

საქართველოს პარლამენტში ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილმა, რომლის სასარგებლოდაც მმართველმა პარტიამ 2016 წლის არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში კანდიდატი არ წარადგინა, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გინება გაaმართლა.

როგორც პარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს, პოლიტკორექტულობა არ იცის, მაგრამ ყველაზე დინჯმა კაცმა ყველას მაგივრად გასცა პასუხი ნიკა მელიას.

“ამათ წკვიტინს, კივილს, ბღავილს ვისმენ და ვითმენ ერთი წელია და ლამის მეც …. ყველაფერი არ უნდა გააბედინო უტიფრებს!” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

20 დეკემბერს თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში ინციდენტი მოხდა, მთავრობის ლიდერები ოპოზიციონერი პარლამენტარების კითხვებს პასუხობდნენ. ყველაზე მეტად სიტუაცია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან შეხვედრისას გამწვავდა. ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს სამარცხვინო უწოდა, ასევე, კორუფციულ გარიგებებში და კრიმინალების მფარველობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მთავრობის წევრებმა დარბაზის დატოვება დაიწყეს, გიორგი კვირიკაშვილმა კი ჟურნალისტების თანდასწრებით ნიკა მელიას აგინა.

მალევე პრემიერმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას ზედმეტი ემოციებისთვის და განაცხადა, რომ “რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს, ჯერ ღირსების დაცვა ავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი