ახალი ამბები

კვირიკაშვილი პრემიერის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვას არ გამორიცხავს

30 ივლისი, 2013 • 1252
კვირიკაშვილი პრემიერის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვას არ გამორიცხავს

იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრის გარდა ვიცე–პრემიერის პოსტსაც იკავებს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მას ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა იმის თაობაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პრემიერის პოსტი ვიცეპრემიერმა დაიკავოს:

 

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

“მე ვერ გეტყვით კანდიდატებს, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია ჩვენს გუნდში და შეიძლება ვიღაც დასახელდეს კანდიდატურად. შესაძლებელია ერთი კანდიდატურა ჩემიც იყოს, თუ თქვენი კითხვა ეს არის, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არაერთი ღირსეული კანდიდატია ჩვენს გუნდში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

მისივე განცხადებით, ისურვებდა, რომ პრემიერი თანამდებობაზე კიდევ გარკვეული დროით დარჩეს, თუმცა ეს საკითხი ივანიშვილის გადასაწყვეტია და კომენტარიც მან უნდა გააკეთოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი