ნეტგაზეთი | მდინარაძე პრემიერს: თქვენი მთავარი დადებითი თვისება ადამიანურობა და გულწრფელობა მგონია მდინარაძე პრემიერს: თქვენი მთავარი დადებითი თვისება ადამიანურობა და გულწრფელობა მგონია – Netgazeti

მდინარაძე პრემიერს: თქვენი მთავარი დადებითი თვისება ადამიანურობა და გულწრფელობა მგონია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და, როგორც თვითონ ამბობს, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება სხვა კუთხით.

“თქვენი მთავარი დადებითი თვისება ადამიანურობა და გულწრფელობა მგონია და ეს თვისება პროფესიონალიზმთან ერთად სინთეზში საზოგადოების უდიდეს მხარდაჭერას უზურნველყოფს. ჩვენც საზოგადოების უდიდეს ნაწილის აზრს გამოვხატავთ ამ პარლამენტში”, – მიმართა მდინარაძემ კვირიკაშვილს, რომელმაც გუშინ ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას პარლამენტში აგინა სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com