ახალი ამბები

ბათუმის მერიამ საინფორმაციო დაფა „აკრძალული ზონა“ აიღო

30 ივლისი, 2013 • 1172
ბათუმის მერიამ საინფორმაციო დაფა „აკრძალული ზონა“ აიღო

 

„აკრძალული ზონა“ ბათუმის  მერიამ  ბულვარის ამ ზოლში 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის შემდეგ განათავსა. „ბათუმელებთან“ საუბრისას გუშინ ქალაქის მერმა, ჯემალ ანანიძემ განაცხადა, რომ საინფორმაციო დაფის განთავსება მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაწყდა.  ჯემალ ანანიძის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია არ ეკუთვნის ბულვარს და ის ნაკლებად კონტროლდება. 

 

როგორც ბათუმის მერმა განაცხადა, საინფორმაციო დაფის განთავსება საპატრულო პოლიციასთან იყო შეთანხმებული, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა.

 

მერის განცხადებით, ტერიტორია შტორმის შედეგად დაზიანდა და სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჯერ არ ჩატარებულა.    

მასალების გადაბეჭდვის წესი