ახალი ამბები

ივნისში საბანკო სექტორი 20,4 მლნ ლარის მოგებაზე გავიდა

30 ივლისი, 2013 • • 1140
ივნისში საბანკო სექტორი 20,4 მლნ ლარის მოგებაზე გავიდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაასრულა. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 79.1 პროცენტი  შეადგინა.
 
 
ეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი

წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 277.2 მლნ ლარით, ანუ 1.9 პროცენტით გაიზარდა და 14.9  მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 2.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17.5 პროცენტია.

 

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 74.2 პროცენტი შეადგინა.

 
 
2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. აქედან 16 -ის  საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილეობს. ორი ბანკი წმინდა ქართული კაპიტალით შეიქმნა, ხოლო 2 – უცხოური ბანკის ფილიალით არის წარმოდგენილი.
 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი