სილქნეტის საახალწლო აქცია გრძელდება

თბილისში სილქნეტის საახალწლო აქციის ფარგლებში მსურველები 105 ლარის ღირებულების მომსახურებას მხოლოდ 35 ლარად მიიღებენ. 35 მბ/წმ ინტერნეტის და სილქ ტვ-ის სრული პაკეტი განსაკუთრებულ ფასად ყველასთვის სასურველი საჩუქარი აღმოჩნდა, რაც ყოველდღიურ რეგისტრაციებზეც აისახა.

„მაქსიმალურ პაკეტში 230-მდე არხია, მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი სპორტული არხები, სადაც სპორტის მოყვარულებს ექსკლუზიურად შეუძლიათ წამყვანი ჩემპიონატების ნახვა. აქციის საშუალებით ყველა გამოვნების მაყურებელი შეძლებს გაეცნოს სილქ ტვ-ის სრულ კონტენტს და იპოვოს მისთვის საინტერესო ფილმები და გადაცემები. სილქ ტვ-ის პულტზე ენის შეცვლის ღილაკით კი ფილმების ნახვა, როგორც ქართულად, ასევე ორიგინალ ენაზეც არის შესაძლებელი.

რაც შეეხება ქართულ არხებს, მოლაპარაკების შედეგად რუსთავი 2-ის და იმედის ყურებას სილქნეტის მომხმარებელი დამატებითი გადასახადის გარეშე შეძლებს. ასევე, უკვე 10 დღემდე გაიზარდა გადახვევის ხანგრძლივობა „იმედზე“ და „ტვ პირველზე“ – განმარტეს სილქნეტში.

აქცია სილქნეტის არსებულ აბონენტებსაც ეხებათ და სურვილის შემთხვევაში, მათაც შეუძლიათ ჩართვა. ახალი აბონენტებისთვის კი ინსტალაცია უფასოა. რეგისტრაცია ცხელი ხაზის 2100-100 მეშვეობით მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.