ამის შესახებ კომპანია „როშენს“, რომელიც უკრაინაში საკონდიტრო ნაწარმის ერთ–ერთი მსხვილი მწარმოებელია, რუსეთის პირველმა ვეტერინარმა გენადი ონიშენკომ პირადად აცნობა.
„სამწუხაროდ, ჩვენი ეჭვები გამართლდა, რაზეც ძალიან ვწუხვარ. აღმოჩენილი დარღვევები გვაძლევენ იმის საფუძველს, რომ დავაყენოთ საკითხი ამ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის აკრძალვის საკითხი“ – განაცხადა ონიშენკომ.
მისი თქმით, რუსეთის სანიტარული სამსახურმა ექსპერტიზისთვის მოსკოვის მაღაზიებიდან საკონდიტრო ნაწარმი ამოიღო. “როშენის“ ნაწარმი კიევის, მარიუპოლის და კრემენჩუგსკის ფაბრიკებში იყო ნაწარმოები. შემოწმების შედეგად რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა დაასკვნა, რომ პროდუქცია შესაბამის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.
შოკოლადში „როშენ“ აღმოჩენილია ბენზაპრენი – განაცხადა ონოშენკომ, ეს სერიოზულ პრობლემებზე მიანიშნებს.
2013 წლის 11 ივლისს ონიშენკომ „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ „უკრაინული ტკბილეული მეტ აღშფოთებას იწვევს. პირველ რიგში კითხვები არსებობს „როშენის“ პროდუქციასთან დაკავშირებით.
ეს არ არის პირველი პრეტენზია უკრაინულ პროდუქციასთან დაკავშირებით. უფრო ადრე რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა ქვეყანაში უკრაინული ყველის შემოტანა აკრძალა. თუმცა რიგი შეთანხმების შემდეგ რუსეთის ბაზარზე უკრაინული ყველის შეტანა აღდგა.
