ახალი ამბები

ირანის კონსული: მკვლელობაში ბრალდებული ირანში არ დაბრუნებულა

29 ივლისი, 2013 • 1460
ირანის კონსული: მკვლელობაში ბრალდებული ირანში არ დაბრუნებულა

 

„ჩვენ ვგმობთ ამ მკვლელობას და მზად ვართ დავეხმაროთ ქართველ სამართალდამცავებს, მივაწოდოთ ინფორმაცია მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ. საზღვრებზე გაძლიერებულია კონტროლი. მკვლელობაში ბრალდებული ბოლო ორი წლის მანძილზე თურქეთში იმყოფებოდა და ჯერ-ჯერობით ირანში არ დაბრუნებულა. იმედია ამ საქმეს მალე ნათელი მოეფინება და ინციდენტი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე უარყოფითად არ აისახება.“ – განაცხადა კონსულმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის მხარე მზადაა ითანამშრომლოს ადგილობრივ მთავრობასთან და სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა მკვლელობაში ბრალდებული ირანის მოქალაქის დაკავება მოკლე დროში მოხდეს. კონსულის თქმით, იგი შეხვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს და გადასცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

 

კონსული ამბობს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ირანის ერთ-ერთ სოფელში გაიზარდა, ჰყავს მშობლები და ადრე არასოდეს ყოფილა დანაშაულში ეჭვმიტანლი ან ნასამართლევი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი