ახალი ამბები

თბილისში “საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებაში ბრალდებული 2 პირი დააკავეს

20 დეკემბერი, 2017 • 1114
თბილისში “საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებაში ბრალდებული 2 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებაში ბრალდებული ორი პირი დააკავა. უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულები ბანკის ფილიალში შეიჭრნენ და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარათის მუქარით 3 900 ლარი გასტაცეს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალნენ:

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრნენ, მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 3900 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ლ.ს-ს და გ.გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი