ოფიციალური ინფორმაციით, ე.მ. სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი მსჯავრდებულის ინტერესებს იცავდა, აღნიშნულ დაწესებულებაში შევიდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი მცირე რაოდენობით ნივთიერების გადაცემა სცადა, რა დროსაც ზემოთ ხსენებული დეპარტამენტების თანამშრომლებმა დააკავეს.


“აღნიშნული ფაქტის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-378 პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის აკრძალული საგნის გადაცემის მცდელობას, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უკვე შეუფარდა გირაო,”- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *