მოგვიანებით ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

 

შენობასთან მობილიზებულია პოლიცია, რომელიც შენობის გარეთ შეკრებილებს არ აძლევს შიგნით შესვლის უფლებას. შენობის გარეთ იმყოფება “გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის” წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი, რომლის თქმით, შსს აგრძელებს ვანო მერაბიშვილის მიერ დამკვიდრებულ ძალადობას საკუთარ მოსახლეობაზე.


შენობის შიგნით რჩებიან სოციალურად დაუცველები, რომლებიც მათ გამოსახლებას აპროტესტებენ.


აღნიშნულ პირებს რამდენიმე დღის წინ მიუვიდათ შსს-დან შეტყობინება, რომ უნდა დაცალონ შენობა, რომელიც უკანონოდ აქვთ დაკავებული.


როგორც დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ეკა გულუა ამბობს, აღნიშნული შენობა სოციალურად დაუცველებს უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული.

 

“შესაბამისად, კომპანიას არ ეძლევა შესაძლებლობა, ჩაატაროს სარემონტო სამუშაოები. ზარალდებიან დევნილები, რომელთა წინაშეც ვერ ვასრულებთ აღებულ პასუხიმგებლობას. არაერთხელ ვთხოვეთ მოსახლეობას, დაეტოვებინათ აღნიშნული ფართი. ყველა ოჯახი არის შესწავლილი. 15 უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი, რომელთაც არანაირი საცხოვრებელი არ გააჩნიათ, დევნილთა სამინისტროს საკუთარი ტრანსპორტით გადაჰყავს ალტერნატიულ ფართში,” – ამბობს ეკა გულუა.

 

სოციალურად დაუცველების თქმით, 6 ოჯახს სამინისტრომ კოჯორში შესთავაზა ალტერნატიული ფართი. 

 

რამდენიმე წუთის ადგილზე მივიდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, რომლებიც სოციალურად დაუცველების გამოსახლების პროცესს აკვირდებიან.

 

სოციალურად დაუცველები 14:30 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან აქციის გამართვას აპირებენ. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *