საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს უფროსის გიორგი ძაგნიძის განცხადებით, ალპინისტთა დახმარება უამინდობის გამო ვერ ხერხდება.
მისივე თქმით, როგორც ალპინისტთა ჯგუფმა საგანგებო სიტუაციების სამსახურს შეატყობინა, ერთ–ერთ მთამსვლელი სიარულის დრო თოკიდან მოწყდა.
“მოტეხილობები არ აღენიშნება, არის ქმედითი. გადაადგილება შეუძლია, მაგრამ მოგვმართეს, რომ დაშვებაში დავეხმაროთ, რადგან დანარჩენი ჯგუფის წევრებს უჭირთ ამის გაკეთება. პოლონელი ალპინისტები ამ წუთისთვის ცენტრალურ შხარაზე იმყოფებიან. როგორც თვითონ გადმოსცეს, ერთ–ერთი მთასვლელი სიარულის დროს მოწყდა თოკიდან. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მესტიის ქვეგანყოფილება მზადაა და მწვერვალის ძირში იმყოფებიან, მაგრამ უამინდობის გამო არის მოლოდინის რეჟიმში. როგორც კი ამინდი გამოვა და მეტეოროლოგიური პირობები გაუმჯობესდება, დაიძრებიან”.– განაცხადა გიორგი გაგნიძემ.
შხარა კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენს და მის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ზღვის დონიდან სიმაღლე 5068 მეტრია.
