ქობულეთის გამგებელთან ერთად დაკავებული იყო ქობულეთის კეთილმოწყობის სამსახურის სპეციალისტი ემზარ ჯინჭარაძე, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღმკვეთ ღონისძიებად 5 000- ლარიანი გირაო შეეფარდა. 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თენგიზ ზოიძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციაც გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა დაცული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა, დაასაბუთოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის საჭირო ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლების არსებობა. 

 

“საქმის კონკრეტული გარემოებების და მასალების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე, საქმეში მოიპოვება ფაქტობრივი საფუძველი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის, მაგრამ ფორმალური (საპროცესო) საფუძველი მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული და მითითებული სათანადო არგუმენტაციით აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის”– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემობაც, რომ  ზოიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაახლოებით ექვსი წლის წინ დასახელებულ შემთხვევებს ეხება და მოწმეების უმეტესობა 4–5 წლის წინ დაიკითხა. შესაბამისად, მათზე ზეგავლენის მოხდენის საფრთხე არ არსებობს. 

“სასამართლომ შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძველი, რაც ქმნის გარემოებას პირის მიმართ არ იქნას გამოყენებული არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებში მოიპოვება გარკვეული ფაქტობრივი მტკიცებულებითი საფუძველი მინიმალური სტანდარტით, რომ ბრალდებულის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გაგრძელდეს გამოძიება სისხლის სამართლის პროცესით დადგენილი წესით და დაინიშნა წინასასამართლო სხდომა”– ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. 

 

ქობულეთის გამგებელი თენგიზ ზოიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 26 ივლისს დააკავა. მას სახელმწიფოს კუთვნილი 76 754 ლარის გაიფლანგვას ედავებიან. 


მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  182-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მესამე ნაწილებით,  210-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *