“ის მთავარი პრობლემა, რაც არის სახელმწიფოს ხელმისაწვდომობა, რომ მათ ჰყავდეთ საჯარო და სამოქალაქო რეესტრი, ნოტარიუსი და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ფუნქციები ხელმისაწვდომად და ახლოს. მე მათ ვახარე ის ახალი ამბავი, რასაც მუნიციპალიტეთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გააკეთებს. წლის ბოლოს, თუ ყველაფერი დაგეგმილი სამუშაოების მიხედვით წარიმართა, ჩვენ გვექნება დუისში შესაძლებლობა, რომ გავხსნათ საზოგადოებრივი ცენტრი. სადაც იქნება ყველა სახელმწიფო სერვისი, იქნებიან ბანკებიც წარმოდგენილი და ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, რომ ინტერნეტი ჰქონდეთ თავისუფალ პირობებში”– განაცხადა წულუკიანმა.
მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ დუისში, ერთ–ერთი საჯარო სკოლის შენობაში გაიმართა.

