როგორც უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურმა “ნეტგაზეთს” განუცხადა- დავით ჩანტლაძემ, ირაკლი  ჭუბაბრიამ და ფრიდონ მერებაშვილმა დანაშაული აღიარეს. სასამართლომ ისინი გუშინ, 27 ივლისს გაათავისუფლა. 

 

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს “ნაციონალური მოძრაობის” დასკვნითი ტური თბილისში, “ექსპო–ჯორჯიაში” გაიმართა. ისევე როგორც ბათუმსა და ზუგდიდში გამართული პრაიმერი, თბილისში ჩატარებული დასკვნითი ტურიც აქციის ფონზე წარიმართა. სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პარტია “თავისუფალი საქართველოს” აქტივისტი ირაკლი ჭუბაბრია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრთან, დეპუტატ გიორგი კანდელაკთან დაპირისპირების შედეგად დააკავა პოლიციამ.


აქციის ორგანიზატორები  ყოფილი პოლიტპატიმრები და ის პირები იყვნენ, რომლებიც ე.წ. რეჟიმის გასამართლებას მოითხოვენ.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *