ახალი ამბებიკინოხელოვნება

რუსეთის კინოფონდიდან საქართველოში 11 ფილმი, მათ შორის, “ქორწილი” და “შერეკილები” დაბრუნდა

18 დეკემბერი, 2017 • 6687
რუსეთის კინოფონდიდან საქართველოში 11 ფილმი, მათ შორის, “ქორწილი” და “შერეკილები” დაბრუნდა

რუსეთის ფილმსაცავ “გოსფილმონდიდან”  საქართველოშიჩამოიტანეს არქივში დაცული 11 ქართული ფილმის ასლი. ქართულ მხარეს გადმოეცა 1925-დან 1975 წლამდე პერიოდში გადაღებული ფილმებ,ი მათ შორის, “ქოლგა”, “ქორწილი”, “მუსიკოსები”, “ფეოლა”, “შერეკილები”.

როგორც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიოერგაძე ამბობს, “გოსფილმოფონდის” არქივში კიდევ 706 ქართული ფილმი რჩება და მათ დასაბრუნებლად სამინისტრო ამ მიმართულებით გეგმავს ბიუჯეტის მინიმუმ სამჯერ გაზრდას.

“მომავალ წელს ჩვენ პრაქტიკულად ვასამმაგებთ, როგორც მინიმუმ, ბიუჯეტს ამ მიმართლებით იმისთვის, რომ რაოდენობრივად უფრო მეტი ფილმი წამოვიღოთ მომავალ წელს, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დავამთავროთ. 706 ფილმია “გოსფილმოფონდში”, თუმცა შემდგომ ჩვენ ვაპირებთ სხვა ფონდებთან მუშაობას, რომელიც ასევე რუსეთშია, სადაც სხვადასხვა სახის ქრონიკალური, დოკუმენტური და სხვა მასალები არის შენახული” – ამბობს მიხეილ გიორგაძე.

კინოფირები საქართველოში რუსეთიდან კულტურის სამინისტრომ კერძო სექტორის მხარდაჭერით მოახერხა. პროექტში სამინისტროს პარტნიორობას “თი ბი სი” ბანკი, “ბორჯომი” და “ჯი ემ თი ჯგუფი” უწევდა.

საქართველოში ჩამოტანილ ფილმებს შორისაა:

[checklist]

  • “ქორწილი” – რეჟისორი მიხეილ კობახიძე
  • “ქოლგა” – რეჟისორი მიხეილ კობახიძე
  • “მუსიკოსები” – რეჟისორი მიხეილ კობახიძე
  • “ფეოლა” – რეჟისორი ბაადურ წულაძე
  • “შერეკილები” – რეჟისორი ელდარ შენგელაია
  • “ფრთოსანი მღებავი” – რეჟისორი ლეო ესაკია
  • “ქაჯეთი” – რეჟისორი კოტე მიქაბერიძე
  • “ვინ არის დამნაშავე” – რეჟისორი ალ. წუწუნავა
  • “ამოკი” – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი
  • “სამანიშვილის დედინაცვალი” – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი
  • “ელისო” – რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია

[/checklist]

მინისტრის თქმით, პარალელურად სამინისტრო ქვეყანაში არსებული ფირების ინვენტარიზაციას იწყებს. ინვენტარიზაციის პროცესში, გიორგაძის თქმით, ქვეყანაში არსებული 25 000-მდე ფირის შესწავლა და დამუშვება მოხდება. გარდა ამისა, იგეგმება საქართველოში კონოსაცავის აშენებაც, რომელიც ქართულ კინომემკვიდრეობას ერთად მოუყრის თავს.

“ჩვენ ვმუშობთ დღეს შესაბამისი ტექნიკური დავალების და შემდეგ უკვე პროექტის ჩამოყალიბებისთვის იმიტომ, რომ აუცილებელად ჩვენ გვჭირდება შესაბამისი კვალიფიკაციის, შესაბამისი პირობებით კინოსაცავი, რომელიც მთელ ამ კინომემკვიდრეობას ერთად მოუყრის თავს და შესაბამის პირობებში იქნება შენახული. შემდგომ, კიდევ ერთი ეტაპია წინ. ეს არის გაციფვრა მთელი ამ  მასალის, რომელიც შრომატევადი პროცესია და არც ისე იაფი, თუმცა ეს გასაკეთებელია იმიტომ, რომ  ამ კინომემკვიდრეობამ უნდა იმუშაოს ჩვენი საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ დაცული იყოს” – ამბობს მინისტრი.

როგორც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, “გოსფილმოფონდში” დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნებას 7 წელი დასჭირდება. დაბრუნებული ფილმების მასალები მის ნებისმიერ ფორმატში გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა.

2014 წლის 30 სექტემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდის, „გოსფილმოფონდის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ბოროდაჩევმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდმა, „გოსფილმოფონდმა“, საქართველოს უნდა გადასცეს 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებული და ფონდის არქივში დაცული ქართული ფილმები. პირველ ეტაპზე საქართველოში 4 ქართული ფილმი – ჰოლტზე”, ამერიკანკა”, “ბუბა” და “უკანასკნელი საათ”ი
ჩამოვიდა.

რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი კარასინ-აბაშიძის შეხვედრების ფორმატში გამართული მოლაპარაკებების შედეგად დაიწყო. სამინისტრო ფილმსაცავის მშენებლობას გეგმავს, რადგან ფირების შესანახად და მათ შესანარჩუნებლად სპეციალური პირობების შექნაა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი