ახალი ამბებისაზოგადოება

საახალწლოდ მორთული თბილისის ქუჩები [ფოტო]

18 დეკემბერი, 2017 • 5113
საახალწლოდ მორთული თბილისის ქუჩები [ფოტო]

ახალი წლის დასახვედრად თბილისის მერიამ, წინა წლების მსგავსად, საახალწლო დეკორაციები და ილუმინაციები ქალაქის სხვადასხვა უბანში განათავსა, რაზეც მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან გამოყოფილი 3 მილიონი ლარი დახარჯა.  საახალწლო ილუმინაციების ანთების ცერემონია კი 15 დეკემბერს კონცერტის თანხლებით ჩატარდა, რა დროსაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, პარლამენტთან დამონტაჟებული “მთავარი” საახალწლო ნაძვისხე წარუდგინა მოსახლეობას.

კალაძის განცხადებითვე, რომელიც მან ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა,  წლევანდელი საახალწლო ღონისძიებები გამოირჩევა არა მარტო მასშტაბურობით, არამედ იმითაც, რომ საახალწლო ღონისძიებები არა მხოლოდ ქალაქის ცენტრს, ძველ თბილისს, არამედ მის გარეუბნებს, გლდანსა და სამგორსაც მოიცავს, ხოლო მოქალაქეებს სხვადასხვა სადღესასწაულო აქტივობებში მონაწილეობა 24 დეკემბრიდან 7 იანვრამდე შეეძლებათ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წელს ახალი წლის აღნიშვნაში ქალაქის გარეუბნებიც ჩაერთვებიან, საახალწლოს დეკორაციები და ილუმინაციები ქალაქის უბნების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი