ახალი ამბები

ივანიშვილი: პუტინთან პირადი ნაცნობობა არ მაქვს

27 ივლისი, 2013 • 1121
ივანიშვილი: პუტინთან პირადი ნაცნობობა არ მაქვს

“არ მაქვს ნაცნობობა, არასდროს არ შევხვედრივარ მე პირადად რუსეთის პრეზიდენტს. ისე მოხდა, რომ როდესაც პრეზიდენტი მოდიოდა მე მივდიოდი რუსეთის ბიზნესიდან, თანხვედრაში იყო ეს, ასე დაემთხვა და მე ნაცნობობა არ მაქვს პირადი”, – განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში რუსეთში ვიზიტი დაგეგმილი არაა:

 

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

“არ არის, საუბედუროდ, დღეს ჩვენი ურთიერთობები იმ დონეზე დალაგებული, რომ ვიზიტზე ვისაუბროთ. თუმცა ყველაფერი კეთდება ჩვენი მხრიდან, რომ ეს ასეც მოხდეს, უნდა მოხდეს და მოხდება კიდეც, მე ამის დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად აღვადგენთ დიპლომატიურ ურთიერთობას, მაგრამ ეს უნდა იყოს გასაგები და არ უნდა დარჩეს კითხვები საზოგადოებაში. დღეს, საუბედუროდ, არ არის ასეთი მზაობა, ამას კიდევ სჭირდება ეტაპები, ჩვენ კიდევ უნდა მივიღოთ რაღაც წარმატებები ორივე მხრიდან, რა თქმა უნდა, და ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს ვიზიტებზე საუბარი”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი