როგორც პოლიტსაბჭოს ერთ–ერთი წევრი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, მდივნის პოზიციის დატოვების მოთხოვნით საბჭოს თავად ელისო ჩაფიძემ მიმართა:
“ქალბატონმა ელისო ჩაფიძემ, რომელიც პოლიტიკური საბჭოს მდივანი იყო დღემდე, მოგვმართა თხოვნით, ოჯახური პირობების გამო გაგვეთავისუფლებინა ის ამ ზედმეტი ტვირთისგან, ჩვენ დავაკმაოფილეთ მისი თხოვნა და ავირჩიეთ პოლიტიკური საბჭოს ახალი მდივანი ქალბატონი ირინე იმერლიშვილი”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ ტელეკომპანია “მე–9 არხთან” საუბრისას.
პოლიტსაბჭოს სხდომა შეკვეთილში ერთი საათის განმავლობაში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
