“ის, რომ ასეთი რაღაც ხდება, ფაქტია, რომ გუნდის შიგნით ან გუნდის გარეთ, არაკეთილისმსურველთა ჯგუფი იყო. როგორც მოგახსენეთ, იყო საბოტაჟის ფაქტები, იყო პირდაპირი ხელშეშლა, მაგალითად, ბარათების დარიგების დროს, მოსახლეობას აფრთხილებდნენ, არ აიღოთ ეს, ხელი არ მოკიდოთ. იყო ხელშეmშლელი ფაქტები, როდესაც ქვიშაგარეული საწვავი ჩაასხეს, რათა ტექნიკა დაზიანებულიყო. ყველაფერ ამას სხვა სახელი არ აქვს, გარდა საბოტაჟისა. მცდელობა იმისა, რომ ეს ყველაფერი არ გაკეთებულიყო კარგად”. 

 

შეკითხვაზე, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ხელის შეშლას ცდილობდა, სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა დავით კირვალიძემ განაცხადა:

 

“ვინ იყვნენ ეს, წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანები, ვისაც არ უნდოდათ მოკლე ვადებში ასეთი წარმატებული პროექტი განხორციელებულიყო, ამაზე ეჭვით და თურმეობითში საუბარი არასწორად მიმაჩნია. კონკრეტული ადამიანების დასახელების შემთხვევაში უნდა გქონდეთ მყარი ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება საუბარი. ეს არ არის სახუმარო საქმე. მე ვერავის ვერ დავასახელებ მანამ, სანამ ზუსტი ინფორმაცია არ მექნება, თუ ვინ რას აკეთებდა და ვისი როლი რა იყო ამ საქმიანობაში”– განაცხადა კირვალიძემ. 

 

2013 წლის 1 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტომ რვა პირი – შპს “მექანიზატორის” გენერალური დირექტორი – ვაჟა ნახუცრიშვილი, მოადგილეები – მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი – ომარ თედორაძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორები – ოთარ ქარჩავა, ზაზა მახარობლიძე, თეო ურუშაძე და გივი ქაიხოსროშვილი დააკავეს.

 

აღნიშნულ პირებს „სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში, სამსახურებრივ გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლაში“ედებათ ბრალი. სასამართლომ 7 პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გირაოს სანაცვლოდ აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიური ფაკულტეტის დეკანი თეო ურუშაძე, შპს “მექანიზატორის” დირექტორის მოადგილეები მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე გაათავისუფლეს. 

 

“ტრაქტორების საქმეზე” სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის გამოძიება გრძელდება. სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რამდენჯერმე დაიკითხა. 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *