ახალი ამბები

ილია მეორე ბავშვებს: უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასდროს გაეკარებით ნარკოტიკებს

17 დეკემბერი, 2017 • 2430
ილია მეორე ბავშვებს: უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასდროს გაეკარებით ნარკოტიკებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს, 17 დეკემბერს, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ახალგაზრდებს სიტყვა დაადებინა, რომ არასოდეს გასინჯავდნენ ნარკოტიკს.

მან ამბიონზე წირვაზე მყოფი ბავშები მოიხმო და და ამ პირობაზე თანხმობის მიცემა სთხოვა:

“ზოგიერთი ახალგაზრდა ღებულობს ნარკოტიკებს. ბავშვებო, თქვენ ახლა დგახართ ღვთის წინაშე, უნდა დადოთ სიტყვა, რომ  თქვენ არასოდეს არ გაეკარებით ნარკოტიკებს. თანახმა ხართ? თქვით ერთად – თანახმა ვართ. თქვენ არც უნდა გასინჯოთ, ეს არის საწამლავი, ადამიანი კარგავს თავის სახეს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებს, სამშობლოს და ამიტომ, ყველას უნდა უთხრათ, რომ ეს არის დამღუპველი,”- განაცხადა ილია მეორემ ამბიონიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი