“სკეპტიკურად განწყობილები გადავარწმუნე, რომ საქართველოში პროცესი მიდის ნამდილად დემოკრატიულად და ევროპულად. ევროპელებს, ჩვენს მეგობრებს, ძალიან აინტერესებთ, როგორი ხელწერა აქვს ჩვენს ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, კითხვები რჩება, ზოგიერთს პასუხები აქვს, მაგრამ მაინც აქვთ უფლება, კითხვები დასვან ამ დაპატიმრებებთან დაკავშირებით, რომელიც აშფოთებს ევროპას, ამერიკას და მე გაგებით ვეკიდებოდი მათ ვნებათაღელვას, როდესაც ყოფილი პრემიერ–მინისტრი ციხეშია, მათ ეს შეკითხვები შეიძლება აბსოლუტურად ლეგიტიმურად გააჩნდეთ. მაგრამ, რაც მთავარია, მათ გაიგეს, რომ ჩვენ გულწრფელად მოვედით და ვცდილობთ ევროპული ტიპის ქვეყანა ავაშენოთ”, – განაცხადა ივანიშვილმა “აჭარის ტელევიზიისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *