დაკავებულია 71 წლის, ქუთაისში მცხოვრები ომარ ფ.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა 26 ივლისს, 15:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში დარეკა და განაცხადა, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობა აფეთქდებოდა.
“სამართალდამცველები შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ ადგილზე. მათ შენობიდან დეპუტატებისა და იქ მომუშავე პერსონალის ევაკუაცია მოახდინეს. ამკრძალავი ლენტით შემოისაზღვრა პერიმეტრი. ადგილზე, შესაბამისი წესების დაცვით, შსს-ს გამნაღმველთა სამსახურმა და კინოლოგებმა იმუშავეს. დაახლოებით ერთსაათიანი მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ განგაში ცრუ იყო. პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობა არ დადასტურდა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებს სისხლის სამართლის კოდექის 331-ე მუხლის შესაბაბისად მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას და ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

