მისივე თქმით, ამ თემაზე მას ჰქონდა საუბარი “რესპუბლიკური” პარტიის წარმომადგენლებთან. 

 

“მათ გაუწიეს მას შუამდგომლობა, რომ მინისტრის მოადგილედ დარჩენილიყო, რაზეც მე დავეთანხმე.”

 

როგორც ივანიშვილი ამბობს, ამის შემდეგ ის ახალ მინისტრს, თამარ სანიკიძეს ესაუბრა, რომელმაც თავის გაწყვეტილებაში ის დაარწმუნა. ივანიშვილის თქმით, ახალ მინისტრს საშუალება უნდა მიეცეს, რომ დამოუკიდებლად დააკომპლექტოს საკუთარი გუნდი. 

 

დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს მიიღოს ახალი განათლების მინისტრის შეთავაზება იმის თაობაზე, რომ მან მინისტრის მოადგილის თანამდებობის ნაცვლად, დაიკავოს მინისტრის მრჩევლის პოზიცია.

 

“ეს ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელია და არავითარ მრჩევლობას არ ვაპირებ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” დავით ზურაბიშვილმა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *