“ვფიქრობ, მინისტრის ეს გადაწყვეტილება, ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომელიც მე არ მიმაჩნია სწორად”, – აცხადებს ბერძენიშვილი.

 

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ თამარ სანიკიძემ აღარ დანიშნა მის მოადგილედ დავით ზურაბიშვილი, შეიძლება ვინმემ განიხილოს, როგორც თავდასხმა “რესპუბლიკელებზე”. ამის თაობაზე თავად დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.

 

“დავით ზურაბიშვილის დამოკიდებულება განათლების სისტემასთან მიმართებაში საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, არ დაიკარგება დავით ზურაბიშვილი. არაფერი ისეთი არ მომხდარა, რომ რაიმე სერიოზული ხასიათის პოლიტიკური მოვლენები გამოიწვიოს ამან. შეიძლება ვინმემ ეს განიხილოს, როგორც “რესპუბლიკელებზე” თავდასხმა, თუმცა, ბუნებრივია, კოალიციაში ეს რაიმე ტიპის პრობლემას არ შექმნის”, – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, დავით ზურაბიშვილი აღარ დაბრუნდება მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, საიდანაც ის პრემიერის ბრძანებით გათავისუფლდა ავტომატურად, როდესაც მინისტრის თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. თამარ სანიკიძემ ზურაბიშვილს შესთავაზა მრჩევლის პოზიცია, რაზეც დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს მისთვის შეურაცხმყოფელია. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *