“კონცენტრირება მინდა მოხდეს განათლების სპეციფიკაზე. მინდა, რომ იყოს განათლების სპეციალისტი, ხოლო ის უპირატესობები, რომელიც ბატონ დავითს აქვს, ძალიან კარგად შეიძლება ამის გამოყენება მრჩევლის სტატუსით”, – განაცხადა სანიკიძემ.

 

დავით ზურაბიშვილი უარს აცხადებს მრჩევლის პოზიციაზე მისი შესაძლო დანიშვნის წინადადებაზე, რაზეც თამარ სანიკიძე ასე პასუხობს:

 

“რა თქმა უნდა, ბატონი დავითის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა ამ წინადადებას. მე ვთვლი, რომ მისი პოლიტიკური გამოცდილების გამოყენება მრჩევლის სტატუსით ბევრად უფრო კარგად შეიძლება.”

 

სანიკიძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ზურაბიშვილის მუშაობით უკმაყოფილო იყო ყოფილი განათლების მინისტრი და ამჟამად საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, როგორც ეს თავად ზურაბიშვილმა განაცხადა: 

 

“მე არ ვიცი, მას როგორ აფასებს გიორგი მარგველაშვილი, მე როგორც ვიცი, ცუდი შეფასება მას არ მოჰყოლია, მე მივიღე გადაწყვეტუილება და ვთვლი, რომ ის წინადადება, რომელსაც მე ვთავაზობ, ბევრად უფრო მომგებიანია განათლების სამინისტროსთვის, მისთვის და ჩემთვისაც”, – განაცხადა სანიკიძემ.

 

მისივე თქმით, ის არ აფასებს დავით ზურაბიშვილის კვალიფიკაციას:

 

“მე მოადგილედ მჭირდება ადამიანი, რომელიც არის განათლების სპეციალისტი, საზოგადოება მას იცნობს, შესაბამისად, მე მის კვალიფიკაციას არ შევაფასებ, ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მე არ ვარ პოლიტიკოსი, ” – აცხადებს თამარ სანიკიძე.

 

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მას მისცა იმის საშუალება, რომ თავად დააკომპლექტოს მისი მოადგილეები:

 

“ეს არის ნორმალური პროცედურა, როდესაც მინისტრი არჩევს მოადგილეების კანდიდატებს და განიხილავს მას პრემიერთან. ეს არის ნორმალური პროცედურა. მე ეს პროცედურა აბსოლუტურად დავიცავი. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე და, რა თქმა უნდა, მე მომეცა საშუალება, რომ მე თავად დავაკომპელქტო. მე მქონდა თავისუფლება არჩევანში. ბიძინა ივანიშვილმა მე მომცა თავისუფლება, რომ ვიმუშავო ჩემს გუნდთან ერთად დამოუკიდებლად”, – აცხადებს სანიკიძე.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *