შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო და პრემიერმა კომენტარი მოგვიანებით გააკეთა. 

 

ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: Reuters
ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: Reuters

ივანიშვილის შეფასებით, ეკონომიკურ ექსპერტებთან საინტერესო შეხვედრა შედგა:  “რჩევებიც ბევრი იყო, რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. იყო კრიტიკული გამონათქვამები, ნაწილიც მისაღები იყო”. 

 

პრემიერის განცხადებით, მას ეკონომიკურ ჯგუფთან ხშირი შეხვედრები ექნება: “ჩვენი ქვეყნის პრობლემების ყველა გზა თითქმის ეკონომიკაზე გადის და ჩვენი ძირითადი გამოწვევა ეკონომიკაა. ნახევრად ხუმრობით, მაგრამ აბსოლუტურად სერიოზულად განვაცხადე, რომ მომავალში ჩემი ძირითადი ინტერესი ეკონომიკური ექსპერტები იქნებიან”.

 

პრემიერ–მინისტრმა შეხვედრის დასრულების შესახებ განაცხადა, ასევე, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მზად სექტემბრისთვის იქნება:“ამ შემთხვევაშიც საყვედური მივიღეთ, რომ გაგვიჭიანურდა, მაგრამ, რა თქმა, უნდა ობიექტური პრობლემები არსებობს, ვიდრე სუბიექტური. ცოტა გაგვიჭიანურდა, მაგრამ სექტემბრისთვის იქნება ეს დოკუმენტი, რომელიც სასარგებლოდ გამოგვადგება და არ იქნება ფორმალური დოკუმენტი”.  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *