ახალი ამბები

ივანიშვილი: სალომე ზურაბიშვილს ვუთხარი, რომ საპრეზიდენტოდ სხვა კანდიდატი მყავდა

25 ივლისი, 2013 • • 1006
ივანიშვილი: სალომე ზურაბიშვილს ვუთხარი, რომ საპრეზიდენტოდ სხვა კანდიდატი მყავდა

ამის შესახებ კომენტარი მედიასთან პრემიერ–მინისტრმა საკუთარ რეზიდენციაში ეკონომიკურ ექსპერტებთან დახურული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

“საერთოდ, მე ნებისმიერ განცხადებას, თხოვნას, რჩევას მე აუცილებლად განვიხილავ გუნდთან და მე მარტო არ ვწყვეტ. მე სალომე ზურაბიშვილს დავპირდი, გუნდთან განვიხილე. მას მოვახსენე გულწრფელად, რომ საბჭოზე ორჯერ მქონდა განხილვა და ქალბატონ სალომეს ეწყინა კიდეც თითქოს. ვუთხარი, გუნდურობის პრობლემაა თქვენი მხრიდან და ძალიან კარგი რეაქცია არ მივიღე. ზოგადად განვიხილავდით, კონკრეტული არც თხოვნა იყო არც შეთავაზება. იმის შემდგომ, ისევ სალომე ზურაბიშვილს გაუჩნდა იდეა, რომ ის კენჭს იყრიდა მერის თანამდებობაზე, რაზეც მე ვუთხარი, რომ საინტერესოა.” 

 

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ  სალომე ზურაბიშვილს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შეკრების შემდეგ კიდევ ერთხელ შეხვდა:

 

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

“პოლიტსაბჭოს შეხვედრა მქონდა წინა დღეს და შევხვდი და ვუთხარი და კანდიდატიც მას გავაცანი, ჯერ საჯაროდაც არ მყავდა გაცხადებული. მე სალომე ზურაბიშვილს ვუთხარი, რომ ეს არის გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც პოლიტსაბჭომ დაუჭირა მხარი. ვუთხარი, რომ, შესაბამისად, მე თქვენი კანდიდატურა არ განმიხილავს. მე შევახსენე მას, რომ თქვენ ხომ მერობაზე საუბრობდით ძირითადად–მეთქი. მან მითხრა, რომ არა, მე მერობა აღარ მინდა, რომ იქ მძიმე სიტუაციაა და იქ შეყრილი ხალხია და რთულია სამართავად. მან მკითხა, თქვენი რეაქცია რა იქნებაო? მესამედ რომ მკითხა, მე უხერხულად ვიგრძენი თავი და ვუთხარი, რომ მე მყავს ჩემი კანდიდატურა, ორ კანდიდატს ხომ არ დავუჭერ მხარს.” 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი