,,ჯორჯიან ბიზნეს & პოლითიქალ ინსაით”–ის ხემძღვანელის ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ექსპერტებმა ბიძინა ივანიშვილთან ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრეს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ჯგუფის მიერ არის მომზადებული და ბაზალეთზე რამდენიმე კვირის წინ მრჩეველთა საბჭოს მიერ განხილული.

“იყო საუბარი იმაზე, თუ რას ფიქრობენ ადამიანები მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე. იყო შეფასებითი ნაწილი. კერძოდ, რა არის ისეთი, რაც ამ სტრატეგიაში არ არის” – ამბობს ლექვინაძე.
ბიძინა ივანიშვილთან გამართულ დახურულ შეხვედრას 15 ექსპერტი ესწრებოდა. ლექვინაძის განცხადებით, მან ბიზნესისთვის კომუნალური ტარიფების შემცირების საკითხი დასვა: “ეს არის პრობლემა რეალურად, რომელიც აწუხებს ბიზნესს. გაზის, დენის და წყლის ტარიფი მაღალია ბიზნესკომპანიებისთვის. თუ ეს შემცირდება, საკმაოდ გაზრდის კონკურენტუნარიანობას შიდა და გარე ბაზარზეც.”
