რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა 15 ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერთან რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა. 

 

რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა პატრიარქებთან
რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა პატრიარქებთან

რუსეთის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა პატრიარქებს და ისაუბრა მართლმადიდებელი ეკლესიებისა და რუსეთის როლზე 21–ე საუკუნეში მიმდინარე პროცესებში. მისი თქმით, მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ცივილიზაციათა დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად და რუსეთი თავისი მდიდარი გამოცდილებით მზადაა ხელი შეუწყოს მრავალკონფესიური მსოფლიოს ჩამოყალიბებას.

 

“გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოს ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, უკიდურესად ირღვევა რელიგიური უმცირესობების, მათ შორის ქრისტიანების უფლებები, მათ შორის მართლმადიდებლების. ვფიქრობ, რომ ამ პრობლემაზე საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს.

 

ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს აქტიურ და კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იქნება კონფლიქტური სიტუაციების პოლიტიკური გზით მოგვარების დაჩქარებისკენ. ამ ძალისხმევაში დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიათა და კულტურათაშორის თანამშრომლობას. ამ პროცესში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებისა და მათი წარმომადგენლების მხარდაჭერა და მონაწილეობა”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *