როგორც ივანიშვილმა დღეს, 25 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, იგი იმედოვნებს, რომ მხარეები შეჯერებას მოახერხებენ.

 

“მე მგონი, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციას პარლამენტიდან პასუხებს სცემენ ის ხალხი, ვინც მუშაობის დაფინანსების შესახებ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით. მე მგონი, ბოლომდე ჩამოყალიბებულები არ არიან და ეს მოლაპარაკებები გრძელდება. მე არ ვმონაწილეობ ამ მოლაპარაკებებში… ვმონაწილეობ იმ კუთხით, რომ ჩემთან საბჭოზე დაისვა დაფინანსების საკითხი, თუმცა  საკმაოდ რთულია და ბევრი კითხვებია. მე ველოდები კიდევ, რომ თვითონ შეჯერდნენ და საბოლოო გადაწყვეტილებაში მეც მივიღებ მოანწილეობას. მე მგონი, გრძელდება მათ შორის მოლაპარაკებები”, – განაცხადა პრემიერმა.

 

არასაპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს მიღწეული შეთანხმების ჩაშლაში ადანაშაულებს. 12 ოპოზიციური პარტიის განცხადებით, 9 ივლისს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე მოხდა შეთანხმება საბაზისო დაფინანსების გაორმაგებასთან და ცალკეული არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის ერთჯერადად 150 ათასლარიანი დაფინასნების გადაცემის თაობაზე, თუმცა ეს შეთანხმება ჩაიშალა მას შემდეგ, რაც 18 ივლისს ურეკში კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო შეიკრიბა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. არასაპარლამენტო ოპოზიციის თქმით, დღეისათვის ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს. ოპოზიცია ივანიშვილთან შეხვედრას და მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საპროტესტო ქმედებებით იმუქრება. ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარე “ქართული ოცნებიდან” ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ დაფინანსების წესზე შეთანხმება იმიტომ ჩაიშალა, რომ მას სამმა პარტიამ: ქდმ–მ, “მწვანეებმა” და “დემოკრატიულმა მოძრაობამ” ხელი არ მოაწერეს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *