მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღონიამ, ხოლო ნიგერიის მხრიდან – ნიგერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველმა სახელმწიფო მინისტრმა ვიოლა ადაკუ ონვულერმა.

 

“გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ ნიგერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას. ჩვენ განვიხილეთ ფართო სპექტრი ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ვიმსჯელეთ იმ პერსპექტივებზე, რომელიც ნამდვილად არსებობს ნიგერიასა და საქართველოს შორის, როგორც ეკონომიკის, ასევე კულტურის, პოლიტიკისა და სოციალური ურთიერთობების განხრით. დიდი დაინტერესება გამოხატეს ჩვენმა სტუმრებმა საქართველოში გატარებული რეფორმების თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ, ჩვენ მტკიცედ გამოვხატეთ მხარდაჭერა და თანადგომა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ნიგერია არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა აფრიკის კონტინენტზე”, – განაცხადა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ დავით ჯალაღონიამ.

“ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოში, თბილისში. ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, რომელიც დასრულდა ხელმოწერით. ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე განათლების, ეკონომიკური და კულტურული კუთხით. დავაფიქსირეთ მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. დღეს ისტორიული დღეა და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა დაეხმარება ორი ქვეყნის ხალხს, რომ იცხოვრონ მშვიდობიანად ნიგერიაში და საქართველოში”, – აღნიშნა ვიოლა ადაკუ ონვულერმა.

 

ნიგერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია საქართველოში გუშინ, 24 ივლისს ჩამოვიდა, ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ასევე, საქართველოში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეებს. დღეს დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრა სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან.

ნიგერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად
ნიგერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *