თომას ჰამერბერგმა უკვე გამოაქვეყნა დასკვნა პირადი ცხოვრების ამსახველი იმ უკანონო ფარული აუდიო–ვიდეოჩანაწერების განადგურებაზე, რომელიც შსს–მ აღმოაჩინა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.

 

ჰამერბერგის მოსაზრებით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები განსაკუთრებულ მოპყრობას საჭიროებს, თუმცა სასამართლოსთვის გამოსადეგი მასალები არ უნდა დაიკარგოს, ხოლო მასალები, რომლებითაც შეუძლებელია დამნაშავეების დადგენა, ან გამოძიების ხელშეწყობა, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს.

 

თომას ჰამერბერგი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული როლი ამ მასალების განადგურებაში ეკისრება სპეციალური კომისიის წევრებს, რომლებმაც მასალების განადგურების შემდეგ დოკუმენტურად უნდა დაადასტურონ ამ მასალების არსებობა.

 

 საქართველოს მთავრობის მრჩეველი სვამს კითხვას, შესაძლოა თუ არა რაიმე სამართლებრივი ძალა ჰქონდეს ამ დოკუმენტს სასამართლო განხილვისას? ექსპერტის მოსაზრებით, ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის სასამართლო პრაქტიკაზე. თომას ჰამერბერგი მიიჩნევს, რომ პროკურორებმა ამ შემთხვევაში სპეციალური კომისიის წევრები მოწმის სახით უნდა მოიწვიონ სასამართლოზე, რომლებიც დაადასტურებენ, რომ განადგურებული უკანონო ჩანაწერი ნამდვილად არსებობდა.

 

ჰამერბერგის მოსაზრებით, ერთ–ერთი გამოსავალია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები დაუყოვნებლივ განადგურდეს სასამართლო განაჩენამდე, ასევე, შესაძლოა ერთ–ერთი ჩანაწერი, როგორც მტკიცებულება, სასამართლოსთვის იქნეს შენახული, ოღონდ ანონიმურობის მკაცრი დაცვით.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *