ახალი ამბებირეკლამა

სწრაფი სესხები – რას გვთავაზობს საფინანსო სექტორი

13 დეკემბერი, 2017 • 2405
სწრაფი სესხები – რას გვთავაზობს საფინანსო სექტორი

ფული სახლიდან გაუსვლელად, 5 წუთში, ცნობების გარეშე – მსგავსი შეთავაზებები ხშრად გვესმის სატელევიზიო რეკლამებსა თუ სოციალურ ქსელში. საფინანსო სექტორში წარმოდგენილია ბევრი კომპანია, რომელიც თანხის აღებას მიმზიდველი პირობით გვთავაზობს.

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს swrafi sesxebi. მომსახურება მორგებულია კლიენტის მოთხოვნებზე. თანხის მსურველს არ უწევს კომპანიაში მისვლა, სხვადასხვა ცნობების შეგროვება და ლოდინი. საკმარისია ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა, სესხის განაცხადის შევსებას მობილურის საშუალებითაც შეძლებს. რაც მთავარია კრედიტის თანხა საბანკო ანგარიშზე ირიცხება, რაც კიდევ უფრო ამარტივებს არსებული ფინანსური პრობლემების მოგვარებას. მოქნილი და კომფორტული სერვისის გამო სულ უფრო მეტი მომხმარებელი ანიჭებს უპირატესობას აღნიშნულ მომსახურებას.

სწრაფი სესხის აღებას ბევრი კომპანია გვთავაზობს. მათ შორისაა ვივუსი, ნეთკრედიტი, კრედიტონი, სოლვა. თითოეულ მათგანს განსხვავებული პირობა აქვს სესხზე. კომპანიების ნაწილში შესაძლებელია მცირე თანხის მიღება ხანმოკლე პერიოდით, ნაწილი კი გრძელვადიანი სესხის აღების შესაძლებელობას გვაძლევს. თუკი ადრე მხოლოდ 2000 ლარამდე სესხის აღება შეიძლებოდა სწრაფი სესხის გამცემი კომპანიების უმრავლესობაში, დღეს უკვე ლიმიტი 3000 ლარამდეა გაზრდილი. ამასთან, გადახდის პერიოდი 12 თვემდე, ზოგჯერ კი 2 წლამდეა. მომხმარებელს თამამად შეუძლია აიღოს მისთვის საჭირო თანხა ზედმეტი პროცედურების გავლის გარეშე. ამისათვის საკმარისია საფინანსო კომპანიის ვებგვერდზე შესვლა და განაცხადის შევსება. იმის გათვალისწინებით, რომ თანხის მიღებას არაერთი კრედიტორი გვთავაზობს, არჩევანის გაკეთება რთულია. გასათვალისწინებელია სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, გადასახადი თანხის ოდენობა, დამატებითი ჯარიმები და საკომისიოები. მომხმარებლებისთვის, ვისაც არ ესმის საფინანსო პროდუქტები, არც ისე ადვილია ამ ყველაფრის გათვალისწინება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ თანხის მიღება ეჩქარებათ და პირობას ნაკლებად აკვირდებიან.

სწორი ფინანსური არჩევანის გაკეთება უკვე მარტივად შეიძლება, რადგან Credy.ge საშუალებას გაძლევთ ერთი განაცხადის შევსებით დაუკავშირდეთ საკრედიტო სექტორში მოღვაწე სანდო და კომპეტენტურ კომპანიებს, გაეცნოთ შეთავაზებებს ერთ სივრცეში და აირჩიოთ ის კრედიტორი, რომელიც ყველაზე მეტად ერგება თქვენს მოთხოვნებს. კრედის დახმარებით ზოგავთ დროს და მარტივად არჩევთ დაბალ პროცენტიან სესხს.

რა უნდა იცოდეთ, სანამ რომელიმე საკრედიტო პროდუქტით ისარგებლებთ?

გონივრული არჩევანის გასაკეთებლად საჭიროა დეტალური ინფორმაციის გაცნობა საკრედიტო პროდუქტების შესახებ.

[checklist]

  • საპროცენტო განაკვეთი – ეფექტურ საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქტის შერჩევის პროცესში. სწორედ მასზეა დამოკიდებული თუ რამდენის გადახდა მოგვიწევს და პროდუქტით სარგებლობის პერიოდში რა ხარჯი გვექნება.
  • ხელშეკრულება – ხელშეკრულება მოიცავს ყველა მნიშვნელოვან პირობას. აუცილებელია თავსართის გაცნობა, რადგან მასში მოცემულია ინფორმაცია ხარჯების შესახებ.
  • დამატებითი ჯარიმა – თითოეულ საკრედიტო პროდუქტს აქვს დამატებითი ხარჯი, რაც შეიძლება იყოს როგორც თანხის გაცემის ან წინსწრებით დაფარვის საკომისიო, ასევე ჯარიმა პროცენტის დაგვიანებით გადახდისთვის. იმისათვის რომ ინფორმირებული იყოთ აღნიშნული გადასახადების შესახებ, საჭიროა გქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია მომსახურებაზე.

[/checklist]

საფინანსო სექტორის შეთავაზებების განხილვისას არაერთი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, რაც დამატებით დროსა და ენერგიას მოითხოვს. თუ თანხის მიღება გეჩქარებათ და არ გაქვთ იმდენი დრო, ეწვიოთ თოთოეული მათგანის ვებგვერდს, გაეცნოთ პირობას და ისარგებლოთ საუკეთესო სერვისით, Credy-ს დახმარებით ერთ სივრცეში შეარჩევთ თქვენზე მორგებულ მომსახურებას და მარტივად აიღებთ სესხს.

მასალების გადაბეჭდვის წესი