წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ზუსტდება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტოპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხა. 

 

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოში სულ უფრო ფართოდ ვრცელდება ე.წ. სპაისების მოხმარება:

 

“სპაისები არის მცენარეული სუბსტანციები, გაჟღენთილი სინთეზური კანაბინოიდებით. სინთეზური კანაბინოიდებით შეადგენენ განსხვავებული სტრუქტურების მქონე ქიმიურ ნივთიერებათა ჯგუფს: JWH-018, JwH-081, JWH-122, JWH-398, JWH-073, JWH-200, HU-200, CP-47 ,497. სინთეზური კანაბინოიდები ფუნქციურად ტეტრაკანაბინოიდის ანალოგები არიან და იწვევენ კანაბინოიდების მსგავს ფსიქო-ფიზიოლოგიურ რეაქციებს ადამიანში. ამავდროულად, სინთეზური კანაბინოიდები 5-ჯერ უფრო ძლიერია”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

ე.წ. სპაისი, იგივე “სინთეტიკური მარიხუანა”, ანუ “სინთეზური კანაბინოიდია”, მათგან ბოლო პერიოდში საქართველოში ყველაზე უფრო გავრცელებულია ე.წ. ბიო.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *