ახალი ამბები

რუსული მედია: რუს სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოში შვებულების გატარება აეკრძალათ

24 ივლისი, 2013 • • 1017
რუსული მედია: რუს სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოში შვებულების გატარება აეკრძალათ

 

იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელშიც რუს სამხედრო მოსამსახურეებს შვებულების გატარება ეკრძალებათ, საქართველოსთან ერთად მოხვდნენ ეგვიპტე, ისრაელი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, თურქმენეთი და ასე შემდეგ. სულ 39 ასეთი სახელმწიფოა.

დღეს ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

 

“მე შემიძლია მხოლოდ იმედი გამოვთქვა იმის, რომ ეს შეზღუდვა გავრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთზეც და ცხინვალის რეგიონზეც”, – განაცხადა ალასანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი