ახალი ამბები

საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებმა აფხაზეთის ეკლესიის საკითხიც განიხილეს

24 ივლისი, 2013 • 1077
საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებმა აფხაზეთის ეკლესიის საკითხიც განიხილეს

რუსეთის საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენლის, ელექსანდრ ვოლკოვის თქმით, ორ ეკლესიას, საქართველოს და აფხაზეთის ეკლესიებს, აქვს მცდელობა ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაარეგულირონ. გარდა ამისა, მისივე თქმით, განხილვის საკითხი იყო აფხაზეთის ეკლესია.


“არ არის მარტივი სიტუაცია აფაზეთის ეკლესიის საკითხის ირგვლივ.”– განაცხადა მან რუსულ მედიასთან საუბარში. მისივე განცხადებით, სიტუაციის დარეგულირებისთვის აუცილებელია დრო და კომპლექსური მიდგომა ყველა საეკლესიო კანონის დაცვით. 


აფხაზეთის ეპარქიის საკითხის ირგვლივ მოლაპარაკებებში ჯერ კიდევ რუსეთის ყოფილი პატრიარქი, ალექსეი მეორეც იყო ჩართული, რომელიც საქართველოს საპატრიაქროსგან აფხაზეთის ეპარქიის რუსეთის ეკლესიისთვის დროებით გადაცემას ითხოვდა, თუმცა მაშინ საქართველოს საპატრიარქომ ამაზე უარი განაცხადა.


დაახლოებით ერთი თვის წინ ეკლესიის საკითხზე აფხაზეთში გამოკითხვა ჩატარდა. 


“მხარს უჭერთ აფხაზეთში მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობას, თუ ის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაში უნდა დარჩეს?” – ამ კითხვით აფხაზეთში სტრატეგიული კვლევების ცენტრმა მოქალაქეებს მიმართა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გამოკითხულთა 97%-ს სურს, რომ ეკლესია საქართველოს ეკლესიის დაქვემდებარებაში აღარ იყოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი