ახალი ამბები

ლაშა ტუღუში: უკვე ჩამოვიდა ჰამერბერგის დასკვნა ფარული ჩანაწერების განადგურებაზე

24 ივლისი, 2013 • • 1027
ლაშა ტუღუში: უკვე ჩამოვიდა ჰამერბერგის დასკვნა ფარული ჩანაწერების განადგურებაზე

როგორც ლაშა ტუღუში ამბობს, ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის საქართველოს მთავრობისთვის სამართლებრივ–კონსტიტუციური რეფორმასა და

ლაშა ტუღუში
ლაშა ტუღუში

ადამიანის უფლებების სფეროში თომას ჰამერბერგის დასკვნა მნიშვნელოვანი და საინტერესო დოკუმენტია.

 

“თომას ჰაერმბერგის დასკვნის მიხედვით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები უნდა განადგურდეს, თუმცა დასკვნაში სხვა საინტერესო ფაქტორებზეცაა საუბარი. ეს დასკვნა ძალიან მალე გამოქვეყნდება”, – განუცხადა ლაშა ტუღუშმა “ნეტგაზეთს”.

 

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უწყების არქივებში ნაპოვნია უკანონო ფარული მიყურადებით მოპოვებული სხვადასხვა პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო–აუდიოჩანაწერები, რომელთა რაოდენობა აღწევს 24 ათასს. ამ ჩანაწერების განადგურების მიზნით სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებიც არიან შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, “რეზონანსის” რედაქტორი ლაშა ტუღუში, ეკა გიგაური და კახი კახიშვილი.

 

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალაების განადგურება შსს–მ არაერთხელ დაანონსა, თუმცა, ამის გაკეთება რამდენჯერმე გადაიდო.

 

როგორც ლაშა ტუღუში ამბობს, ჰამერბერგის დასკვნის მერე კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბება და იმსჯელებს ჩანაწერების განადგურებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი