ახალი ამბები

ბარათაშვილი: კირვალიძის წინააღმდეგ საქმის “აგორება” კონკრეტული პირის ინტერესებშია

24 ივლისი, 2013 • • 1644
ბარათაშვილი: კირვალიძის წინააღმდეგ საქმის “აგორება” კონკრეტული პირის ინტერესებშია

სოსო ბარათაშვილი ერთ კონკრეტულ პირს, “მსოფლიო ტექნიკის” დამფუძნებელ ზვიად ბრეგვაძეს ასახელებს. ადვოკატის განცხადებით, ბრეგვაძე ის პიროვნებაა, რომელიც ტრაქტორების ბაზარზე მონოპოლისტი იყო.

სოსო ბარათაშვილი მედიას და საზოგადოებას ზვიად ბრეგვაძის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ზვიად ბრეგვაძე შპს “მსოფლიო ტექნიკის” სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს. ორგანიზაციას საქართველოში აგროტექნიკა შემოაქვს. 

“მსოფლიო აგროტექნიკის” ოფისში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ზვიად ბრეგვაძე ადგილზე არ იმყოფება.  

 სოსო ბარათაშვილი ასევე აცხადებს, რომ შესაძლოა “ტრაქტორების საქმეში” ბრალდების მხარის მოტივი შეიცვალოს:

“დააკავეს და დაკითხეს კონსტანტინე ხუცაიძე, რომელიც იყო სპეციფიკაციის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე. მისთვის სასამართლომ განიხილა აღმკვეთი ღონისძიების საკითხი და პატიმრობა არ შეუფარდა. ბრალდების მხარის პოზიცია გამოიკვეთა ხუცაიძისთვის წაყენებულ ბრალდებაში. თითქოს კონსტანტინე ხუცაიძემ და სხვა პირებმა წინასწარ იცოდნენ, რომ “ზეტორის” ტრაქტორები უნდა შეეძინათ. კონკრეტულად, შეიძინეს იმ მიზნით, რომ შემდეგ „აგროტექსერვისი“ მომსახურებოდა ამ კომპანიებს, სადაც ერთ–ერთი მენეჯერი იყო ქაიხოსროშვილი, საპოხი მასალებით, და ქაიხოსროშივილს უნდა მიეღო სარგებელი.” 

 

სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ ყველაზე ნაკლები დანახარჯი ამ მიმართულებით „ზეტორის“ მარკის ტრაქტორებს სჭირდება.

“ბრალდება ცდილობს შექმნას მოტივი, რომ ქაიხოსროშვილმა წააქეზა ეს ხალხი და მიიღეს ამ ტრაქტორების ყიდვის გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ მას მიეღო ამ საპოხი მასალიდან სარგებელი. ამაზე უფრო შორს გამოძიების ფანტაზია ვერ წავიდა.” 

 

რაც შეეხება ბრალდების პირველად მოტივს საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის შესახებ, სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ ტრაქტორების ყიდვა მოხდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით:”ეს თანხა გადაირიცხა სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში. შემდეგ სააგენტომ ეს თანხა გადასცა შპს „მექანიზატორს“, რომელიც შპს „მექანიზაორის“ საწესდებო კაპიტალში აისახა. შემდეგ ამ ფულით მოხდა  ტექნიკის შეძენა.” 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი