ახალი ამბები

ბაჩო ახალაიას საქმე პოლიციელთა წამებაზე დასასრულს მიუახლოვდა

24 ივლისი, 2013 • • 1001
ბაჩო ახალაიას საქმე პოლიციელთა წამებაზე დასასრულს მიუახლოვდა

სასამართლოში ამჟამად დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე კვირას დასრულდება.

ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

მოწმეთა დაკითხვის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 1 კვირაში სასამართლო პროკურორის საბოლოო სიტყვას მოისმენს, შემდეგ იქნება დაცვის საბოლოო სიტყვა, ორ–სამ კვირაში კი განაჩენიც გამოცხადდება.

 

დღეს, 24 ივლისს, სასამართშლოში ხუთი მოწმე დაიკითხა, რომლებიც არიან შსს–ს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები. მათ სასამართლოზე განაცხადს, რომ არსებობდა რეინჯერთა მოსამზადებელი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქმეზე ბრალდებულები გადიოდნენ წვრთნას 2012 წლის აგვისტოში.

 

პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ მსგავსი პროგრამა არ არსებობდა და ამ საბაბით, ბაჩო ახალაიას ორგანიზებით, 2012 წლის აგვისტოში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო აწამეს 7 პოლიციელი იაღლუჯას საწვრთნელ ბაზაზე, კერძოდ, ცემეს ჯაჭვებითა და ჯოხებით, ეძახდნენ მოღალატეებს, აგინებდნენ, გააშიშვლეს და გარკვეული დროით ჩაკეტეს გისოსებიან შენობაში, გარდა ამისა, ორმოში ჩაყარეს და ზემოდან მიწა დააყარეს.

 

ბრალდებულები აცხადებენ, რომ პროკურატურა ცრუობს, რადგან აღნიშნული პოლიციელები გადიოდნენ ჩვეულებრივ, მკაცრ წვრთნას, რაც გათავლისწინებული იყო შესაბამისი პროგრამით, უბრალოდ, ეს ადამიანები წვრთნისთვის ფიზიკურად არ ღმოჩნდნენ მზად. ისინი ასევე არ ადასტურებენ დამამცირებელ მოპყრობას დაზარალებულებისადმი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი