ახალი ამბები

გერმანიაში ელჩად ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი ინიშნება

12 დეკემბერი, 2017 • 3610
გერმანიაში ელჩად ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი ინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად ელგუჯა ხოკრიშვილის კანდიდატურა წარადგინა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა მთავრობის განკარგულებას აღნიშნული კანდიდატურების საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვის წარდგენის თაობაზე. დღეს ელჩის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის კანდიდატად წარდგენილი ელგუჯა ხოკრიშვილი  2014-2015 წლებში გახლდათ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრი, ეკავა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, შემდეგ კი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობა.

ამჟამად ელგუჯა ხოკრიშვილი საქმიანობს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საელჩოს უფროსი მრჩევლის პოზიციაზე. ელგუჯა ხოკრიშვილს აქვს გერმანიაში აკადემიური საქმიანობის დიდი გამოცდილება. 2002-2008 წლებში მოღვაწეობდა პოტსდამის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე. სხვადასხვა დროს საქმიანობდა როგორც ექსპერტი და პროექტის ხელმძღვანელი გერმანიის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროგრამებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი