მინისტრის განმარტებით, აღნიშნული მშენებლობისთვის დევნილთა სამინისტროს გამოეყო 183 ათასი კვარდატული მეტრი მიწის ფართი.


სამინისტროს ინფორმაციითვე, დევნილთათვის საცხოვრებელი სახლები შენდება რეგიონებშიც.  


“საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის შედეგად, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ხელშეწყობით დევნილებისთვის ზუგდიდში რვა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. ამერიკის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით კი, უახლოეს მომავალში დასრულდება 10 ახალი სარეაბილიტაციო ობიექტის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. სამუშაოების დასრულების შემდეგ გარემონტებულ ბინას 500–მდე დევნილი ოჯახი მიიღებს. გარდა ამისა, 6 ახალი სარეაბილიტაციო ობიექტის მშენებლობა იგეგმება,”– განაცხადა დავით დარახველიძემ.

 

დევნილების საცხოვრებელი სოფელ კოდაში
დევნილების საცხოვრებელი სოფელ კოდაში

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *