ახალი ამბები

სკოლების დირექტორები მომავალი წლიდან ეტაპობრივად შეიცვლებიან

24 ივლისი, 2013 • 1391
სკოლების დირექტორები მომავალი წლიდან ეტაპობრივად შეიცვლებიან

ის კანდიდატები, ვინც სერტიფიცირების გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ (უნდა დააგროვონ მაქსიმალურ ქულათა 60%), საშუალება ექნებათ გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კი, დირექტორობის მსურველს დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა. შემდეგ უკვე მას საშუალება ექნება, მიიღოს მონაწილეობა დირექტორების შესარჩევ კონკურსში. სკოლის დირექტორებს შემდეგ სამეურვეო საბჭოები შეარჩევენ.

 

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ამბობს, გასაუბრების ეტაპს კანდიდატები სამინისტროში შექმნილ კომისიასთან გაივლიან, რომლის შემადგენლობაშიც პროფკავშირის წარმომადგენელიც იქნება. 

 

სანიკიძის თქმით, პირველ ეტაპზე 600–მდე დირექტორს შეეხება სერტიფიცირების გავლა, იმათ, ვისაც სერტიფიკატების ვადა ეწურება. 

 

კითხვაზე, როდის დასრულდება პროცესი და როდიდან შეცვლიან არსებულ სკოლის დირექტორებს ახალი კადრები, მინისტრი პასუხობს, რომ ეს პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება. 

 

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სერტიფიცირების მიზანია, საჯარო სკოლებს ჰყავდეთ მაღალკვალიფიციური კადრები. 

 

სერტფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 7 აგვისტოს დასრულდება. ტესტირება ელექტრონული ფორმით ჩატარდება. 

 

თამარ სანიკიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი