როგორც კირვალიძის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, დაკითხვის დროს შეკითხვები კირვალიძის მიმართ ზოგადი ხასიათის იყო და ერთ რომელიმე კონკრეტულ საკითხს არ შეეხებოდა.

 

ბარათაშვილის განმარტებითვე, სავარაუდოდ, ხვალ, 24 ივლისს იგეგმება პრესკონფერენცია, სადაც აღნიშნული დაკითხვებს შეაჯამებენ. 

 

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე მოდულის შენობაში  შს სამნისტროს ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა დაკითხა.

 

საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის საქმის გამოძიებას. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *