ახალი ამბები

“თეთრი ხმაურის” 3 მოთხოვნა და ულტიმატუმი ხელისუფლებას

10 დეკემბერი, 2017 •
“თეთრი ხმაურის” 3 მოთხოვნა და ულტიმატუმი ხელისუფლებას

თეთრი ხმაურის მოძრაობამ, რომლის ინიციატივითაც დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა, 3 მოთხოვნა წარმოადგინა, რომელთა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მოძრაობა ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო პროცესს გაემიჯნება და ალტერნატიულ ბრძოლას დაიწყებს. მოძრაობის მოთხოვნები აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა გაახმოვანა:

მოთხოვნების ადრესატები არიან საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტი და მთავრობა. მოძრაობა მოითხოვს ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული მომხმარებლების მასობრივ შეწყალებას, ასევე ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას და პოლიციის რეფორმას.

  • მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტისგან, მიმდინარე წლის ბოლომდე დაჩქარებულ რეჟიმში გადაწყდეს დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის დამტკიცების საკითხი. წლის ბოლომდე მოვითხოვთ ინიცირებული კანონპროექტის პრინციპების დამტკიცებას და კენჭისყრაზე გატანას.
  • მთავრობისგან მოვითხოვთ, რომ დაიწყოს პოლიციის რეფორმა და რეპრესიაზე ორიენტირებული სისტემის ყველა რგოლი ადამიანის კეთილდღეობაზე ორინეტირბეული გახდეს. ჩვენ საზოგადოებას რეალურად დანაშაულთან მებრძოლი და უსაფრთხოების დამცველი პოლიცია გვჭირდება და არა ადამიანების ჩაგვრა, წამება და მკვლელობა.
  • მოვითხოვთ საქართველს პრეზიდენტისაგან, 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე სასწრაფო წესით ნარკოდანაშუალში მსჯავრდებული პირების მასობრივი შეწყალება უზუნრვლყოს. ყოველი მესამე პატიმარი ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს. მათ გათავისუფლებამდე არ შევწყვეტთ ბრძოლას.

“აღნიშული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თეთრი ხმაურის მოძრაობა გაემიჯნება პროცესს და ბრძოლის ალტერნატიული მეთოდებს მიმართავს. ახალი წლის საზეიმო განწყობა წინააღმდეგობის დღეებით შეიცვლება”, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

მისივე თქმით, ის დეპუტატები, რომლებიც ნარკოდანაშაულის დეკრიმინალიზების კანონპროექტს მხარს დაუჭერენ, შევლენ საქართველოს პარლამენტარიზმის (და არა მხოლოდ) ისტორიაში, როგორც პროგრესული, ჰუმანური ღირებულებების გამტარებლები და მოქალაქეების კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი ადამიანები.

“პარლამენტის ის წევრები, რომლებიც კანონპროექტის წინააღმდეგ წავლენ, ფაშისტებად, ნულოვანი ტოლენრატობის ქომაგებად, ხალხის მტრებად შეირაცხებიან. კენჭისყრის მონაცემები საჯაროა.

პარლამენტარები, რომლებიც სესიაზე არ მივლენ და საკუთარ პოზიციას არ დააფიქსრებენ, იმათზე უარესებად ჩაითვლებიან, რომლებიც ხმას წინააღმდეგ მისცემენ. მათაც იგივე ბედი ელით, რაც მოწინააღმდეგეებს. მხოლოდ ორი არჩევანი, ერთი გადაწყვეტილება, ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის, ხალხთან ომი დასრულდეს. ჩვენ ვითვლით წამებს”, – თქვა ბექა წიქარიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი