ამ ინიციატივის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა კახა კუკავამ განაცხადა. მისი თქმით, მომზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც შესაძლებელი იქნება თბილისის მერის იმპიჩმენტი შემოდგომაზე.

 

გიგი უგულავა
გიგი უგულავა

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თბილისის მერი არჩეულია პირდაპირი წესით და მისი იმპიჩმენტი დედაქალაქის საკრებულოს არ შეუძლია. თბილისის საკრებულოში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” უმრავლესობა აღარ ჰყავს, რის შედეგადაც რამდენიმე დღის წინ თანამდებობებიდან გადააყენეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიების თავმჯდომარეები, ასევე, 26 ივლისის სხდომაზე დაგეგმილია საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება, რის შემდეგაც საკრებულოს ახალი უმრავლესობის ნაწილი ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებით შესაძლებელი იქნება გიგი უგულავას გადაყენება თბილისის მერის თანამდებობიდან.

 

“აბსურდია ეს და აბსურდია იმის გამო, რომ როდესაც ადგილობრივ არჩევნებამდე დარჩენილია 7 თუ 8 თვე, ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც თვითმმართველობას ეხება, საერთაშორიოს ნორმები ირღვევა,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *