ახალი ამბები

სასულიერო პირების სასამართლო პროცესი 1 აგვისტომდე გადაიდო

23 ივლისი, 2013 • 1074
სასულიერო პირების სასამართლო პროცესი 1 აგვისტომდე გადაიდო

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე განიხილავდნენ შუამდგომლობებს მტკიცებულებების დაშვების შესახებ. 

 

იმის გამო, რომ მოსამართლესაც და ადვოკატებსაც სხვადასხვა სასამართლო პროცესები ჰქონდათ დღეს ჩანიშნული და ვერ ესწრებოდა ამ შუამდგომლობების განხილვა, შესაბამისად, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის 1 აგვისტოს გაგრძელების შესახებ. 

 

მოსამართლეს სურდა, რომ სასამართლო სხდომა გაგრძელებულიყო 30 ივლისს, თუმცა სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ ამ დღეს საეკლესიო დღესასწაულია და ყველანი ეკლესიებში უნდა იყვნენ. ამის შემდეგ მოსამართლემ სასამრთლო 1 აგვისტოს დანიშნა. 

 

თამაზ ბიჩინაშვილს (მამა ანთიმოზი), ირაკლი ბასილაიას (მამა იოთამი), ტიტალ დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილის ბრალი სიხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ეს მუხლი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესს ყველა ბრალდებული ესწრებოდა.

 

17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში უნდა გამართულიყო აქცია-ფელშმობი, რისი საშუალებაც უფლებადამცველებს არ მისცეს სასულიერო პირებმა, მრევლმა და ადამიანების ჯგუფმა, რომლებმაც კონტრაქცია გამართეს, გაარღვიეს პოლიციის კორდონი და განახორციელეს ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი და დაზიანდა საქალაქო ტრანსპორტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი