კომიტეტის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ვეტო გათვალისწინებული არ იქნა.  აღნიშნული კანონპროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიღებისა და ხელმოწერის წესს განსაზღვრავს.

 

კანონპროექტს მიხედვით,  იმის გამო, რომ აფხაზეთის მთავრობას თავმჯდომარე არ ჰყავს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ კანონპროექტებზე ხელმოწერის უფლება ამავე საბჭოს თავმჯდომარეს ეძლევა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი კახიანის თქმით, საბჭოს მუშაობა უკვე ოთხი თვეა შეჩერებულია და ის კანონების მიღებას ვერ ახერხებს:

 

“პრეზიდენტის შენიშვნები შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ვერ იძლეოდა და ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა პრეზიდენტის მოვალეობაა, თუმცა ის ამას არ აკეთებს.”

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *